|
2024-09-28 18:20:21, 1034 ნახვა
რეგიონი
Reuters - ბეირუთზე ისრაელის იერიშს ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაურის მოადგილე ემსხვერპლა
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე ისრაელის იერიშის შედეგად ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" მეთაურის მოადგილე აბას ნილფორუშანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ისრაელს კონკრეტულად ნილფორუშანის დაღუპვასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, გასულ ღამეს, ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ ნაწილში, დაჰიეს გარეუბანში მდებარე "ჰეზბოლას" ცენტრალურ შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანა. დღეს, 28 სექტემბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, რომ თავდასხმას "ჰეზბოლას" ლიდერი ჰასან ნასრალა ემსხვერპლა. აღნიშნული ინფორმაცია მოგვიანებით "ჰეზბოლამაც" დაადასტურა. ნასრალასთან ერთად, დაჯგუფების სხვა მეთაურების, მათ შორის, ე.წ. სამხრეთ ფრონტის მეთაურის, ალი კარაკის ლიკვიდაციაც განხორციელდა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)