01:27 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-25 13:28:01, 328 ნახვა

რეგიონი
მსოფლიო ტურიზმის დღეს აჭარა საინტერესო ღონისძიებებით უერთდება

28-29 სექტემბერს, აჭარაში მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით საინტერესო ღონისძიებები იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, 28 სექტემბერს, ევროპის მოედანზე გამართული კონცერტის მთავარი შემსრულებლები: ერისიონი, ზვიად ბოლქვაძე, ბენდი კახუჩელა და ხანუმები იქნებიან. იქვე მოეწყობა კვების სივრცეებიც, სადაც ვიზიტორებს ქართული კერძების დაგემოვნების საშუალება ექნებათ. ჯგუფი “რეგიონი“ მსმენელის წინაშე 29 სექტემბერს, გონიოს ციხე სიმაგრეში გამართულ კონცერტზე წარსდგება და მაყურებლის საყვარელ ჰიტებს შეასრულებს. კონცერტი ქედის ცენტრალურ პარკშიც გაიმართება. კონცერტებზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეეძლებათ.

“მნიშვნელოვანია, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია მსოფლიო ტურიზმის დღეს წელს საქართველოში ჩაატარებს. 27 სექტემბერს, მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში საქართველოს მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ესტუმრებიან. წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია “ტურიზმი და მშვიდობა“. მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში გაიმართება სადისკუსიო პანელები, განხილული იქნება ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციები და მშვიდობის მნიშვნელობა ინდუსტრიის განვითარების კუთხით. ტურიზმის მსოფლიო დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია 1979 წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს აღნიშნავს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics