|
2024-09-25 10:52:25, 615 ნახვა
ომი უკრაინაში
ბორელი - მიუხედავად იმისა, რას გააკეთებს აშშ, ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს
ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა, თუ რას გააკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები,- ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. როგორც ბორელმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში შესაძლო დაბრუნებისა და მის მიერ ომის დასრულების შესაძლებლობის შესახებ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, "დაელოდება, ვიდრე ტრამპი კვლავ თეთრ სახლში დაჯდება", რათა მისი წინადადებები განიხილოს. "ტრამპი ამ მომენტისთვის მხოლოდ კანდიდატია. დაველოდები, ვიდრე კვლავ დაჯდება თეთრ სახლში, რომ განვიხილო მისი წინადადებები. თავიდან არავის ეგონა, რომ უკრაინა წინააღმდეგობას გაუწევდა და რა შევთავაზეთ უკრაინას თავდაპირველად? ჩვენ შევთავაზეთ ჩაფხუტები, ახლა კი – F-16-ებს ვთავაზობთ. განსხვავება საგრძნობია, არა? ჩვენ უნდა გავაგრძელოთ. არ ვიცი, რას გააკეთებენ ან არ გააკეთებენ ამერიკელები, ახალი პრეზიდენტი, მაგრამ აქამდე ევროკავშირის მხარდაჭერა - სამხედრო, სამოქალაქო, ეკონომიკური, ფინანსური, ჰუმანიტარული - უფრო დიდია, ვიდრე აშშ-სგან. 100 მილიარდ ევროზე მეტია ის თანხა, რომელიც ჩვენ გადავიხადეთ, საიდანაც 45 მილიარდი სამხედრო მხარდაჭერისთვისაა. რა თქმა უნდა, ეს ნაკლებია, ვიდრე აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერაა, მაგრამ ესეც მნიშვნელოვანი ციფრია“,- განაცხადა ბორელმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)