16:30 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-24 13:05:30, 273 ნახვა

საზოგადოება
ტაჯიკეთის რესპუბლიკის დელეგაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა

ტაჯიკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სატყეო სააგენტოს დელეგაციის წევრები, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის ხეობაში 2008 და 2017 წლებში ნახანძრალი ტყის მასივში იმყოფებოდნენ, სადაც საქართველოში ტყის აღდგენასთან დაკავშირებულ მიდგომებს, არსებულ პრაქტიკას და ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებებს ადგილზე გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ბორჯომის ხეობაში ნახანძრალი ტყის აღდგენითი სამუშაოები 636 ჰა ფართობზე განხორციელდა და ჯამში 346 ათასამდე ნერგი დაირგო. ტყის მდგრადი ეკოსისტემის ჩამოყალიბების მიზნით, ჩატარდა ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებებიც.  

“ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრს ესტუმრნენ, სადაც ინფორმაცია მიიღეს პარკში წარმოდგენილი უნიკალური ბიომრავალფეროვნების შესახებ, ასევე, საქართველოს დაცული ტერიტორიების მართვის სპეციფიკას და რეინჯერთა საქმიანობას გაეცნენ.

ვიზიტის დასასრულს, ტაჯიკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სატყეო სააგენტოს დელეგაციის წევრები სოფლის მეურნეობის-სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ჯიღაურას და წილკნის საცდელ-სადემონსტრაციო ბაზებზე იმყოფებოდნენ, სადაც თესლის და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების კვლევის სამსახურის ლაბორატორია, ვაზის, ხეხილის და აგროსატყეო კულტურების კოლექცია დაათვალიერეს და ცენტრის საქმიანობას გაეცნენ; მიიღეს ინფორმაცია აგროსატყეო მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებულ პროექტებსა და კოლექციაში დაცულ სახეობებზე. აღსანიშნავია, რომ ჯიღაურას სატყეო კულტურების კოლექციაში, დღეისთვის, 100 სახეობაა დაცული, მათ შორისაა უნიკალური და გადაშენების პირას მყოფი სახეობებიც“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics