16:30 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-24 12:48:45, 271 ნახვა

საზოგადოება
„არმიჰოლში“ პროფესიული პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს “არმიჰოლში“, სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური მხარდაჭერის ფარგლებში, პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით,  სამხედროების ოჯახის წევრებს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი უჯმაჯურიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე პროფესიული უნარების სააგენტოსა და პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლები შეხვდნენ.

მათივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო პროფესიული განათლების პროგრამას, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს შესაძლებლობას აძლევს სრული სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლონ ახალ პროფესიებს, მიიღონ ცოდნა, გამოცდილება და დასაქმდნენ პროფესიული კუთხით.

“თავდაცვის სამინისტრო პროფესიული განათლების კუთხით აქტიურად უჭერს მხარს სამხედრო მოსამსახურეებს, როგორც აქტიური სამხედრო სამსახურის, ასევე სამხედრო კარიერის დასრულების შემდეგ. თავდაცვის სამინისტროსა და პროფესიულ კოლეჯებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, მოქმედ ჯარისკაცებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ განათლება სხვადასხვა პროფესიულ კოლეჯში და შესაბამისი პროფესიით განაგრძონ სამსახური თავდაცვის უწყებაში. სამხედრო კარიერის დასრულების შემდეგ კი, მათ უწყება მხარს უჭერს და, “სამხედრო მოსამსახურეთა კარიერის ტრანზიციის“ პროექტის ფარგლებში, აქტიურად ამზადებს სამოქალაქო პროფესიული ცხოვრებისათვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics