|
2024-09-21 11:30:52, 374 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ჩიქოვანი ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
21 სექტემბერს ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების დაარსების დღე აღინიშნება - საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ქალაქ თელავში, მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ბაზაზე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა საქართველოს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებსა და ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების რეზერვისტებს იუბილე მიულოცა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში წარმატებები უსურვა. მისი განცხადებით, ტერიტორიული რეზერვი ეროვნული გვარდიის პრიორიტეტული მიმართულებაა და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. “სიტყვით გამოსვლისას, ეროვნულ გვარდიაში განხორციელებულ რეფორმებსა და სარეზერვო სამსახურის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ. ღონისძიების ფარგლებში, მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიაც გაიმართა. მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა, დავით ღუღუნიშვილმა ბრიგადის ახალ მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ ნიკოლოზ ვაშაყმაძეს ქვედანაყოფის დროშა საზეიმოდ გადასცა. თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიგადის ყოფილ მეთაურს უმწიკვლო სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო ახალდდანიშნულ ვიცე-პოლკოვნიკ ნიკოლოზ ვაშაყმაძეს წარმატება უსურვა. საზეიმო ცერემონიალზე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები საშტატო იარაღებით, სამკერდე ნიშნებით, მადლობის სიგელებითა და უწყებრივი მედლებით - “სამშობლოსათვის თავდადებული“ და “გიორგი ანწუხელიძე“ დააჯილდოვეს. ოფიციალური ღონისძიების დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ქვედანაყოფის შესაძლებლობებს გაეცნო. ღონისძიებას თავდაცვის ძალების ოფიციალური წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული და თელავის მუნიციპალიტეტის მერი დაესწრნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)