|
2024-09-19 20:47:05, 461 ნახვა
საზოგადოება
გარი ბატლერი - easyJet-ის საშუალებით ათასობით ევროპელ ტურისტს ექნება საშუალება ესტუმროს საქართველოს
ათასობით ევროპელ ტურისტს საშუალება ექნება, ესტუმროს საქართველოს მომავალი წლის განმავლობაში, ჩვენს მომხმარებლებს ხელმისაწვდომ ფასებს შევთავაზებთ, - ამის შესახებ ავიაკომპანია easyJet-ის აეროპორტების განვითარების მენეჯერმა გარი ბატლერმა საქართველოში ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა. მან easyJet-ის საქართველოში ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით ყველა ჩართულ მხარეს გაწეული ერთობლივი ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხდა. "easyJet-ის მიერ საქართველოში ოპერირების დაწყება არის ყველა ჩართული მხარის ერთობლივი ძალისხმევის დადასტურება და მოხარული ვარ, რომ დღეს ევროპის სამი მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყების დადასტურება შემიძლია. გადაწყვეტილება წინა ღამეს ნამდვილად არ მიგვიღია. ჩვენ გარკვეული ძალისხმევის და სამუშაოების ჩატარება მოგვიხდა. საქართველოს იქნება 37-ე ქვეყანა, რომელიც ჩვენს ბაზას დაემატება და ამით გაფართოვდება ჩვენი ევროპული ქსელი. ვიმედოვნებ, რომ მომეცემა საშუალება, რამდენიმე საათით ტურისტად ვიგრძნო თავი თქვენს ქალაქში და განვიცადო ის სტუმართმოყვარეობა, რომელზეც ამდენი მსმენია. ათასობით ევროპელ ტურისტს ექნება საშუალება, ესტუმროს საქართველოს მომავალი წლის განმავლობაში. ჩვენ არა მხოლოდ ჟენევას, ლონდონსა და მილანს შევთავაზებთ საქართველოსა და თბილისს, როგორც ახალ ტურისტულ ლოკაციას, არამედ თქვენს მოქალაქეებსაც მიეცემათ საშუალება, რომ ხელმისაწვდომ ფასად ესტუმრონ ჟენევას, ლონდონსა და მილანს", - განაცხადა გარი ბატლერმა. პირველი ავიარეისი ჟენევიდან თბილისის მიმართულებით 2025 წლის 31 მარტს შესრულდება. ამ მიმართულებაზე ავიაკომპანია კვირაში ორი სიხშირით იფრენს. პირველი აპრილიდან კი პირდაპირი ფრენები ლონდონისა მილანის მიმართულებით დაიწყება. ლუტონისა და მილანის მალპენსას აეროპორტებიდან ფრენები დაემატება "ჩვენ 186-ადგილიანი თვითმფრინავები შემოგვყავს საქართველოში. თბილისის მიმართულებით ავიაკომპანია „იზიჯეტის“ A320 neo ტიპის თვითმფრინავი იფრენს. ხელმისაწვდომ ფასებს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს. მაგალითად, 91 ევრო იქნება თბილისი-ლონდონი-თბილისის ფასი და მე ველოდები, რომ მომავალ წელს მოგვეცემა საშუალება, აღვნიშნოთ პირველი რეისის წარმატებით შესრულება", - აღნიშნა გარი ბატლერმა.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)