01:55 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-19 11:27:53, 262 ნახვა

საზოგადოება
ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet 2025 წლიდან თბილისში ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან პირდაპირ ფრენებს შეასრულებს

ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet, 2025 წლიდან, საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის - პირდაპირი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან კვირაში ორ-ორი სიხშირით შესრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პირველი ავიარეისი ჟენევიდან თბილისის მიმართულებით 2025 წლის 31 მარტს შესრულდება, ხოლო 1-ლი აპრილიდან  პირდაპირი ფრენები ლონდონისა და  მილანის მიმართულებით დაიწყება.

მათივე ინფორმაციით, ბრიტანული მულტინაციონალური ლოუქოსთი easyJet 29 წლის წინ დაფუძნდა და დღეისათვის 35 ქვეყნის 1 000-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანიის სათაო ოფისი ლონდონის ლუტონის აეროპორტში მდებარეობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics