|
2024-09-19 10:40:04, 348 ნახვა
საზოგადოება
ჩინეთის მედიასაშუალებებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ეროვნულ პარკებს სტუმრობენ
მედიატური მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა პოტენციურ ვიზიტორთა დაინტერესებისა და საქართველოში მოზიდვის თვალსაზრისით - მედიატურის მონაწილეებს შორის არიან ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ტურებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მედიატურის მონაწილეები დაცულ ტერიტორიებს და განიხილავენ სამომავლოდ საქართველოში ტურების დაგეგმვის შესაძლებლობებს გაეცნობიან. მედიის წარმომადგენლები საქართველოს ეროვნული პარკების შესახებ ინფორმაციას, ფოტო-ვიდეო მასალასთან ერთად, ჩინეთის პოპულარულ სოციალურ პლატფორმებსა და სატელევიზიო სივრცეში განათავსებენ. მათივე ცნობით, მედიატურის მიზანს ჩინურ ბაზარზე ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ქვეყანაა. ჩინელი მოგზაურების სტატისტიკა საქართველოში, კერძოდ, დაცულ ტერიტორიებზე, ყოველწლიურად მზარდია. წალკის კანიონზე განხორციელებულ ტურს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ კუსიდი და თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი ესწრებოდნენ. “ეს არის იმ კამპანიის ნაწილი, რომელსაც დაცული ტერიტორიების სააგენტო მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს დაცული ტერიტორიების უცხოურ ბაზარზე პოპულარიზაციისთვის ახორციელებს. წელს მივიღეთ მონაწილეობა ჰონგ-კონგის ტურისტულ გამოფენაში, სადაც შევხვდით არაერთ საერთაშორისო ტურისტულ და მედია კომპანიას. სწორედ აღნიშნულ კომპანიებთან თანამშრომლობით შედგა ჩინეთის მედიასაშუალებებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე“,- აღნიშნა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ხახიშვილმა. 5 დღის განმავლობაში, მედიატურის მონაწილეები საქართველოს პოპულარულ და გამორჩეულ დაცულ ტერიტორიებს ყაზბეგის ეროვნულ პარკს, ოკაცეს კანიონს, პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს და მტირალას ეროვნულ პარკს მოინახულებენ.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)