01:55 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-18 22:59:01, 335 ნახვა

საზოგადოება
სავარაუდოდ დანით 50-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული - კესარია აბრამიძის მკვლელობის ახალი დეტალები

კესარია აბრამიძეს სავარაუდოდ დანით 50-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. ამის შესახებ "ექსპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი.

"ექსპრესნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, მეზობლებმა ხმამაღალი საუბრის შემდეგ კი ჩხუბის ხმა გაიგეს. არსებული ინფორმაციით, ტრანსგენდერ ქალს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

მას შემდეგ რაც მოკლულმა დახმარება ითხოვა მეზობლებმა სასწრაფოს და პოლიციას გამოუძახეს.

დაჭრილი კესარია სადარბაზოს დამლაგებელმა ნახა. - "ყელი გამოჭრა, მანამდე კი ყვიროდა და შველას ითხოვდა" - აცხადებენ მეზობლები.

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ამ დრისთვის პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.

არსებული ინფორმაციით, იძებნება ბექა ჯაიანი, რომელმაც დანაშაულის ადგილიდან მიმალვა შეძლო, პოლიციას ამოღებული აქვს სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც

როგორც ადგილზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, ადგილზე პოლიცია მუშაობს და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შეგახსენებთ, თბილისში დიღმის მასივში, ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლეს. მომხდარზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics