04:46 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-18 13:40:36, 352 ნახვა

საზოგადოება
თბილისი 16-დან 22 სექტემბრის ჩათვლით, „მობილობის ევროპულ კვირეულს“ მასპინძლობს

დედაქალაქი 16-დან 22 სექტემბრის ჩათვლით „მობილობის ევროპულ კვირეულს“ მასპინძლობს, რომელსაც უკვე მეოთხედ შეუერთდა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, წლევანდელი კვირეულის თემა „საერთო საჯარო სივრცე“, ხოლო ღონისძიების მიზანი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხითა და ველოსიპედით გადაადგილების წახალისებაა. 

მისივე თქმით, აღნიშნული კვირეული წარმოადგენს კამპანიას, რომელიც მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

„კვირეულის ფარგლებში, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო პარტნიორ ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან ერთად, სხვადასხვა აქტივობას მართავს. დაინტერესებულ პირებს უკვე ჰქონდათ შესაძლებლობა, თბილისის მეტრო დაეთვალიერებინათ. ანალოგიური ღონისძიება ჩატარდება 21 სექტემბერსაც, რომლის დროსაც დამთვალიერებლები შეძლებენ, გაეცნონ მეტროს მუშაობის სპეციფიკას და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, რომელიც განთავსებულია მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“. ასევე, ვიზიტის ფარგლებში შედის გასეირნება მეტროს გვირაბში, რომელიც მეტროსადგურებს - „სახელმწიფო უნივერსიტეტსა“ და „ვაჟა-ფშაველას“ ერთმანეთთან აკავშირებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

მისი განცხადებით, ამავე დღეს, 16:00 საათზე გაიმართება ღონისძიება „ვიზიტი ავტობუსების დეპოში“. 

„ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სტუმრობა დიდ დიღომში, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მეორე ავტობაზაში, სადაც დამთვალიერებლებს საშუალება მიეცემათ, გაეცნონ კომპანიის მუშაობის სპეციფიკას და დაათვალიერონ ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება სხვა ღონისძიებებს, 21-22 სექტემბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე, მიცკევიჩის ქუჩაზე – პეკინის გამზირიდან გამრეკელის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და ლონდონის პარკის მიმდებარედ, კანკავას ქუჩაზე გამოიყოფა სპეციალური სივრცე ღია გამოფენა-გაყიდვისთვისა და ფეხით მოსიარულე პირების/უმოტორო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისთვის. მიცკევიჩის ქუჩაზე გაიმართება დედაქალაქში მოძრავი ძველი და ახალი ავტობუსების გამოფენაც“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics