01:54 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-18 12:37:54, 291 ნახვა

საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით სოფელ ნიქოზში ცოცვის ფესტივალი ჩატარდა

"თიბისის" მხარდაჭერით, ცხინვალის მოსაზღვრე სოფელში, ნიქოზის მეკლდეურთა საცოც დარბაზში ცოცვის ფესტივალი გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ფესტივალი პირველად ჩატარდა და მასში ჩაერთვნენ, როგორც ნიქოზის თემში მცხოვრებმა ბავშვებმა, ისე თბილისის და დაბა ბედიანის სპორტსმენებმა.  

ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 50-მდე მოზარდმა. ღონისძიების ბოლოს სამ ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ გამარჯვებული გოგონები და ბიჭები. მათ სიგელები და სხვადასხვა ფასიანი პრიზები გადაეცათ. 

ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა ორგანიზაციებისა თუ კომპანიების ჩართულობით, ნიქოზის საცოც დარბაზში, მოეწყო ახალი საცოცი კედლები და შეძენილ იქნა სავარჯიშო ინვენტარი. დარბაზში გაუმჯობესდა სავარჯიშო პირობების რის შედეგადაც, 2 წლიანი პაუზის შემდეგ, განახლდა ვარჯიშები. 

აღსანიშნავია, რომ ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი, ერთადერთი სპორტული აქტივობაა ნიქოზის თემში, სწორედ ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია, მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერა და სათანადო სავარჯიშო პირობების შექმნა, ნიქოზის თემში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.
 
"თიბისისთვის", ახალი თაობის მხარდაჭერა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და წახალისება, 30 წელზე მეტია, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მსგავსი პროექტების მხარდაჭერით, "თიბისი" ცდილობს წაახალისოს, განავითაროს და მხარი დაუჭიროს ახალ თაობას მათ წამოწყებებში.  





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics