|
2024-09-16 15:53:02, 829 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ სოფელ ხუცუბანში ახალი სკოლა გახსნა და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ახალი სკოლა დაათვალიერა და მოსწავლეებს, პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათი ცნობით, ხუცუბანში 350 მოსწავლეზე გათვლილი სამსართულიანი სკოლა აშენდა - თანამედროვე სტანდარტების სკოლაში განთავსებულია ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები; სკოლა სრულად არის ადაპტირებული, აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. "ქობულეთში ასევე დასრულდა სოფელ ბუკნარის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, მოეწყო სკოლის ტერიტორია, ღია სპორტული მოედანი და ამფითეატრი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს ღირსეული პირობები. აჭარაში, ბოლო წლების განმავლობაში, აშენდა 35 საჯარო სკოლა, სასწავლო კორპუსი და სპორტული დარბაზი, ხოლო რეაბილიტაცია ჩაუტარდა 130 საჯარო სკოლას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 5 საჯარო სკოლის მშენებლობა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა და ქობულეთის მერმა, ლევან ზოიძემ მიულოცეს",- ნათქვამია ინფორმაციაში.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)