00:16 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-22 09:56:52, 767 ნახვა

საზოგადოება
საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“ და „ავერსის კლინიკა“ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან დადებულ მემორანდუმს განაახლებს

22 თებერვალს, 12 : 00 სთ–ზე, „ავერსის კლინიკაში“ საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“ და  „ავერსის კლინიკა“ განაახლებს  საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან დადებულ მემორანდუმს.

მემორანდუმის თანახმად, საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“ იღებს ვალდებულებას, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრებსა და ვეტერან სპორტსმენებს გაუწიოს უფასო სამედიცინო მომსახურეობა  „ავერსის“  კლინიკათა ქსელში და უფასოდ უზრუნველყოს მკურნალობისთვის საჭირო ყველა მედიკამენტი. 

მემორანდუმი პირველად  2009 წლის   19 თებერვალს  გაფორმდა. დღემდე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენებმა  ისარგებლეს    744 978,5    ლარის სამედიცინო მომსახურეობით და მიიღეს   310  097,82   ლარის ღირებულების მედიკამენტები. სულ ჯამში ეს თანხა შეადგენს 1 055 076,32 ლარს.
მემორანდუმის თანახმად, სპორტსმენების ჯანმრთელობაზე ზრუნვა კომპანია „ავერსის“ პრიორიტეტი იქნება.

ბრიფინგს დაესწრებიან: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ნინო  სალუქვაძე და მამუკა ხაბარელი; კომპანია „ავერსის „  დამფუძნებელი პაატა კურტანიძე; „ავერსის“  კლინიკათა ქსელის  გენერალური დირექტორი დიმიტრი ჯორბენაძე; საქველმოქმედო  ფონდი „ავერსის“  დირექტორი ქეთი  ნემსაძე; ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები.

(R)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics