|
2024-09-15 12:22:35, 848 ნახვა
რეგიონი
საქართველო ბუდაპეშტის ღვინის ფესტივალზეა წარმოდგენილი
უნგრეთში ქართული კულტურის, ღვინისა და გასტრონომიის პოპულარიზაცია მიმდინარეობს - "ბუდაპეშტის 33-ე ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე" საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსითაა წარმოდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, ოთხი დღის განმავლობაში, ფესტივალის ათასობით ვიზიტორს საშუალება ჰქონდა, საქართველოს კუთხესთან ქართული ღვინო, კერძები დაეგემოვნებინათ, ცნობილი სომელიე ატილა პეტზოლდის ღვინის მასტერკლასებსა და ქართულ მუსიკალურ პროგრამას დასწრებოდნენ, ასევე ინფორმაცია მიეღოთ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ და გაცნობოდნენ აჭარის საპრომოციო მასალებს. "სტუმრების წინაშე ქართულ მუსიკალური პროგრამა ბათუმის კულტურის ცენტრის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა "ბათუმი", კვარტეტმა "ბათუმი" და ბენდმა "ოუშენ დრაივი" წარმოადგინეს. საქართველო "ბუდაპეშტის 33-ე ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე" უნგრეთში საქართველოს საელჩოს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, ბათუმის მერიის კულტურის ცენტრის, აჭარის განათლების სამონისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით იყო წარმოდგენილი. ფესტივალი უნგრეთის დედაქალაქში, ბუდას ისტორიული ციხესიმაგრის ტერიტორიაზე 12 სექტემბერს გაიხსნა და და დღეს დასრულდება. მას ყოველწლიურად 40 000-მდე ვიზიტორი ესწრება",- ნათქვამია ინფორმაციაში.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)