03:50 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-13 12:20:21, 961 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრი არასამწარმეო იურიდიული პირის რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაციას ავრცელებს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო  „საკონსულტაციო ბარათების“  გამოქვეყნებას აგრძელებს, რომლებიც საზოგადოებას დაეხმარება მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიიღოს უძრავი ქონების და ბიზნესის რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაცია. დღევანდელი საკონსულტაციო ბარათის თემაა:  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაცია.

 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ცნება

არასამეწარმეო (არაკომერციული) პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. მისი მიზანია არასამეწარმეო საქმიანობა.

 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი შეიძლება იყოს წევრობაზე დაფუძნებული,  წევრთა მდგომარეობაზე დამოკიდებული ან დამოუკიდებელი.

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი წარმოიშობა მხოლოდ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაცია

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაცია არის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით.

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციაზე უფლებამოსილი ორგანო არის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდება არ
შეიძლება ემთხვეოდეს უკვე რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდებას.

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის წესი და პირობები

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ავტორიზებულ პირებს.

სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტები:

განცხადება (აღნიშნული ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ)

დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

(პირადობის მოწმობა, პასპორტი, ბინადრობის მოწმობა, პირადობის ნეიტრალურ მოწმობა ან ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტი)

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ყველა დამფუძნებლის/წევრის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით დამოწმებული სარეგისტრაციო განაცხადი (წესდება/პარტნიორთა შეთანხმება);
ცნობა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ადგილსამყოფელის (იურიდიული მისამართის) შესახებ – ადგილსამყოფლის მესაკუთრის სათანადო წესით დადასტურებული თანხმობა ან  ადგილსამყოფელით სარგებლობის თაობაზე დადგენილი წესით გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება.

ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნის შესახებ ნების გამომხატველი დოკუმენტი.

სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი
დოკუმეტი  (1 სამუშაო დღის ვადაში – 100 ლარი;);

შესაძლებელია ასევე დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაც. ამ შემთხვევაში მომსახურების საფასური და ვადა შემდეგნაირია:

განცხადების შეტანის დღეს – 200 ლარი.

ვადის ათვლა იწყება განცხადების შეტანის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეებს, ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.

დაჩქარებული მომსახურების  შემთხვავაში (განცხადების შეტანის დღეს)  ვადის ათვლა  იწყება განცხადების რეგისტრაციისთანავე  და სრულდება ამ დღის გასვლასთან ერთად.

ინფორმაციისთვის, თუ დაინტერესებულ პირს სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილეობის მიღება სურს არა პირადად, არამედ წარმომადგენლის მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რაც აუცილებელია რეგისტრაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად.

დაინტერესებული პირის მიერ ინგლისურენოვანი ამონაწერის მოთხოვნის შემთხვევაში 20 ლარი ემატება მომსახურების იმ საფასურს, რო­მელთან ერთადაც მოთხოვნილია ინგლისურენოვანი ამონაწერის მომ­ზადება.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერცული) იურიდიული პირების რეესტრიდან  ამონაწერის მიღება შესაძლებელია ვებ–გვერდზე www. napr.gov.ge,  საჯარო რეესტრის ნებისმიერ ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში, იუსტიციის სახლებსა და საჯარო რეესტრის ავტორიზებულ პირებთან.
 
 
 
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics