19:43 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-13 17:19:59, 345 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე კობახიძეს - მზად ვარ, დავასახელო ის ფონდები, საიდანაც მოვიზიდავთ 14 მლრდ ევროს - თუ მართალი ხართ, დავსხდეთ დებატებში

მე მზად ვარ, პირდაპირ ეთერში ორივე დავსხდეთ და ვაჩვენო საზოგადოებას, რომელ ფონდებზე არის საუბარი იმიტომ, რომ მე ვერ გამოგყვებით ამდენ ტყუილში, რომელსაც თქვენ კადრულობთ,- ასე პასუხობს "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე 14-მილიარდიან დაფინანსებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას.

ვაშაძის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების დაწყებისთანავე აღნიშნული დაფინანსება საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება.

"ირაკლი კობახიძეს მინდა მივმართო, რომელიც თავის გუნდთან ერთად ბლოკავს 14 მილიარდი ევროს მიღებას. ბატონო ირაკლი, თქვენითვის სასურველ დროს, თქვენთვის სასურველ ტელეარხზე, მზად ვარ, მოვიტანო სახელობითად ის ევროპული ფონდები, საიდანაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, მოვიზიდოთ 14 მლრდ ევრო. სახელობითად ჩამოგითვლით ყველა ფონდს, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია ის თანხა მოვიტანოთ და თუ თქვენ არ გეშინიათ სიმართლის და თუ თქვენ არ ბლოკავთ 14 მლრდ ევროს, მე მოვიტან ყველა იმ ფონდის დასახელებას, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია 14 მლრდ ევროს მოზიდვა. 

მე მზად ვარ, დოკუმენტალურად პირდაპირ ეთერში ორივე დავსხდეთ და ვაჩვენო საზოგადოებას, რომელ ფონდებზე არის საუბარი იმიტომ, რომ მე ვერ გამოგყვებით ამდენ ტყუილში, რომელსაც თქვენ კადრულობთ იმიტომ, რომ თქვენ ხართ მატყუარა ადამიანები. უფრო მეტიც, დაკავებული ხართ ჩემი გამონათქვამების გაყალბებით, თქვენ მიერ მართულ ტელეარხებზე. რაც არ მითქვამს, იმას აწერთ ჩემს ფოტოს, ეს არის თქვენი სიყალბის ხელწერა.

ამიტომ, თუ თქვენ მართალი ხართ, არ უნდა შეგეშინდეთ და პირდაპორ ეთერში მოდით, დავსხდეთ დებატებში და ხალხის წინაშე მე ჩამოგითვლით ყველა იმ ფონდის სახელწოდებას, საიდანაც  14 მლრდ ევროს, მინიმუმ 14 მლრდ ევროს საქართველო მიიღებს",- მიმართავს ვაშაძე კობახიძეს.

შეგახსენებთ, დღეს, 13 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პოლიტიკურ ოპონენტებზე საუბრისას განაცხადა, რომ "14 მლრდ დოლარი არ არსებობს არსად, ასეთი დახმარება არავის არ მიუღია - მორიგი ტყუილია, რომელსაც ავრცელებენ".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics