09:34 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-13 17:15:47, 330 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვედრები გრძელდება

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ სანავარდოს მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მმართველი პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, "ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოქალაქეთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია; შეაჯამეს სოფლებში განხორციელებული პროექტები. 

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს "მშვიდობიანი განვითარების იმ გზაზე, რასაც საქართველო ბოლო წლების განმავლობაში  გადის". 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, პარლამენტის წევრი დავით მათიკაშვილი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
ტუსკი საკონსტიტუციო ტრიბუნალზე - ყვირილი, ტყუილი და ჩხუბი პოლონეთში კანონის წყარო არ შეიძლება იყოს
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია G20-ის სამიტამდე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics