19:45 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-13 15:17:27, 318 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - ძალიან მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის არჩევნები, როგორც შესაძლებლობა, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები აღვადგინოთ

ძალიან მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნები, როგორც შესაძლებლობა, რომ აღვადგინოთ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები "ძალიან დიდ ფოკუსირებას ახდენს იმ არჩევნებზე, რომელიც უნდა ჩატარდეს ოქტომბერში და რომელმაც საქართველოს ევროატლანტიკური ბედი უნდა განსაზღვროს". 

“გუშინ აშშ-ში, სენატში ჩატარდა მორიგი მოსმენა საქართველოზე, ეს არის რიგით მესამე მოსმენა აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში წარმომადგენლობით პალატაში, უმაღლეს პალატაში - სენატში, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების სახით ძალიან დიდ ფოკუსირებას ახდენს იმ არჩევნებზე, რომელიც უნდა ჩატარდეს ოქტომბერში და რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ბედი, ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსი. ამაზე გუშინ ღიად ისაუბრეს კანონმდებლებმა გუშინდელი სენატის მოსმენაზე, როდესაც მაგალითად, საკმაოდ გავლენიანმა სენატორმა, რიშმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სახელით განაცხადა, რომ საქართველოსთვის აირჩიონ ისეთი ხელისუფლება, რომელიც ანგარიშვალდებულია ხალხთან. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნები, როგორც შესაძლებლობა, რომ აღვადგინოთ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები; აღვადგინოთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და საქართველოს, მათ შორის, გაწევრიანების ფონზე მიეცეს შესაძლებლობა, რომ მან მიიღოს მილიარდობით ევრო ისეთი პროექტების დაფინანსებისთვის, როგორიც არის სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგრამ ასევე კონკრეტული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად - მაგალითად - ეს 14-მილიარდიანი ფონდი სხვადასხვა ქვეყნებმა გაწევრიანების პროცესში გამოიყენეს იმისთვის, რომ სუბსიდირება მომხდარიყო კომუნალური გადასახადების, საჭიროების მქონე ოჯახებისთვის, ან აშენებულიყო საცხოვრებელი სახლები მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორებიც არიან მაგალითად დევნილები; მომხდარიყო ათასობის სტუდენტისთვის სრულად დაფინანსება გაცვლითი პროგრამების, სკოლებისა და საავადმყოფოების მშენებლობა, სამედიცინო მომსახურეების დაფინანსება - ეს არის 14 მილიარდი ევრო, რომელიც მომენტალურად - რომელ წამსაც საქართველო გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე - ხელმისაწვდომი ხდება საქართველოსთვის და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, იმ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რომლის წინაშეც საქართველოს მოქალაქეები დგანან",- ამბობს ბოკუჩავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics