|
2024-09-12 21:18:56, 308 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - რა უნდა შესთავაზონ მოსახლეობას კოლექტიურმა ნაცებმა, რომელთაც ქვეყანაში ბომბების ცვენა ერჩივნათ და ითხოვდნენ მეორე ფრონტის გახსნას
რაზეც ნაციონალურ მოძრაობაში საუბრობენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრაა, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას, თითქოს საქართველოსთვის 14 მილიარდი ევროა გაყინული და ევროკავშირში მოლაპარაკებების დაწყებისთანავე თანხა ქვეყანას გადაეცემა. კალაძის თქმით, ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებამდეც ოპოზიციის მხრიდან მსგავსი დეზინფორმაცია ვრცელდებოდა. "მორიგი სისულელე და დეზინფორმაციაა, რითაც უნდათ საზოგადოების შეყვანა. ხომ გახსოვთ კანდიდატის სტატუს სანამ მოგვცემდნენ განცხადებები, თითქოს კანდიდატის სტატუსი რომ არ მოგვცეს, მილიარდობით გრანტები დაკარგა საქართველომ. მათ არ აქვთ სალაპარაკო ხალხთან რა უნდა შესთავაზონ მოსახლეობას კოლექტიურმა ნაცებმა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ სჯობს ქვეყანაში ბომბები ცვიოდესო, მეორე ფრონტის გახსნას და სანქციების მიერთებას ითხოვდნენ, რითაც ქართველი კაცი დაზიანდებოდა, ქვეყანა თავზე დაგვემხობოდა. დღესაც რასაც საუბრობენ სიყალბეა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრაა", - განაცხადა კახა კალაძემ.
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
ტუსკი საკონსტიტუციო ტრიბუნალზე - ყვირილი, ტყუილი და ჩხუბი პოლონეთში კანონის წყარო არ შეიძლება იყოს
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია G20-ის სამიტამდე
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)