04:40 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-12 20:27:00, 311 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ სამშობლოში დაბრუნებულ პარასპორტსმენებს წარმატებული ასპარეზობა მიულოცა

სამშობლოში დაბრუნებული პარალიმპიელებისთვის სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დახვედრის ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, პარიზის ზაფხულის XVII პარალიმპიურ თამაშებზე მოასპარეზე პარასპორტსმენებმა ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი ჩამოიტანეს, რაც ქართული პარასპორტის ისტორიაში უპრეცედენტო მაჩვენებელია. 

ღონისძიებაზე პარალიმპიელებს სიტყვით მიმართა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ. 

"გვახსოვს, რამხელა იმედით გაგაცილეთ და მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად, მთელ საქართველოსთან ერთად ვიზიარებთ ამ უდიდეს, შეიძლება ითქვას, უპრეცედენტო წარმატებას, რაც კი აქამდე მოგვიპოვებია პარალიმპიადაზე. ბედნიერებაა, როდესაც შეგიძლია ასე გაახარო და გააერთიანო მთელი საქართველო. თქვენი წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა და მე იმედი მაქვს, კიდევ ბევრი გამარჯვების მოწმენი გავხდებით. ამ გამარჯვებების უკან ვხედავთ თქვენს უდიდეს ძალისხმევას. წლების განმავლობაში სპორტით ვიყავი დაკავებული და მესმის, რამხელა შრომა, ნებისყოფა და სულისკვეთებაა საჭირო იმისათვის, რომ მიაღწიო წარმატებას. ამისთვის მინდა თითოეულ თქვენგანს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა", - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მხადაჭერას სპორტის მიმართ. 

"ამავე დროს, ვხედავთ და გვეამაყება სახელმწიფოს მხარდაჭერის შედეგიც. მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, რაც გამოიჩინა თქვენ მიმართ და ზოგადად, რა დამოკიდებულებაც არის სპორტის მიმართ. მინდა იყოთ დარწმუნებულები იმაში, რომ ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება მხარდაჭერა, ეს იქნება ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა, სპორტსმენების წახალისება თუ  მადლიერების გამოხატვა. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ და გისურვოთ დიდი წარმატებები, პირადი შედეგის გაუმჯობესება  და წინსვლა", - აღნიშნა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics