21:13 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-12 17:46:03, 416 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ქართველი მებრძოლის, ლადო გამსახურდიას წინააღმდეგ საქმე აღძრა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ქართველი მებრძოლის, ლადო გამსახურდიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია წერს, გამსახურდიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა "კურსკის რეგიონის მცხოვრებთა წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებებში მონაწილეობას" უკავშირდება.

"გამსახურდია ეჭვმიტანილია რამდენიმე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში:
მკვლელობა; მკვლელობის მცდელობა; სხვისი ქონების განზრახ დაზიანება; ტერორიზმი;
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, აგრეთვე ფეთქებადი მოწყობილობების უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება; სამართალდამცავების სიცოცხლის ხელყოფა; ძალადობის გამოყენება ხელისუფლების წარმომადგენელზე; სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა;

გამოძიების ინფორმაციით, გამსახურდია დიდი ხანია, ჩართულია შეიარაღებულ კონფლიქტში, ასევე აგროვებს, ამზადებს და აფინანსებს დაქირავებულ პირებს. უკრაინის სამხედრო ფორმირებების წარმომადგენლებთან ერთად, მათ უკანონოდ გადაკვეთეს საზღვარი და შეიჭრნენ კურსკის რეგიონში.

იქ ყოფნისას დაქირავებულები, გამსახურდიასთან ერთად, სჩადიოდნენ დანაშაულებრივ ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავდა მშვიდობიანი მოსახლეობის მოკვლას და მკვლელობის მცდელობას",- ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი სამხედრო საგამოძიებო დეპარტამენტის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის რეჟიმმა გადაწყვიტა, 9 მაისამდე მოსკოვში ყველა მობილური კომუნიკაცია ჩაახშოს
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics