|
2024-09-11 17:51:38, 511 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ივანიშვილზე - არ აინტერესებს თანამდებობა - სიის პირველი ნომერია მთავარი მიზეზით - მნიშვნელობა ამ არჩევნების
ეს დაიმახსოვრეთ, არ აინტერესებს აბსოლუტურად არანაირი თანამდებობა, დაამტკიცა თავისი მოქმედებით ამ კაცმა. თავის სამშობლო აინტერესებს ამ კაცს და სიის პირველი ნომერია ერთი ყველაზე მთავარი მიზეზით - მნიშვნელობა ამ არჩევნების,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეზე, ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას განაცხადა. მდინარაძის თქმით, ოპოზიციური პარტიები „იმდენად განულებული არიან" პოლიტიკურ ასპარეზზე, რომ „ქართულ ოცნებას“ ჩვეულებრივი უმრავლესობით გამარჯვება გარანტირებული აქვს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის „ფაქტორი საკონსტიტუციო უმრავლესობის ბედს წყვეტს". „კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ არჩევნების მნიშვნელობა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ბიძინა ივანიშვილმა და გუნდმა გადაწყვიტა, რომ ის იყოს სიის პირველი ნომერი. ამაშია რეალობაც, ამაშია პრაქტიკულობაც, ამაში არის საარჩევნო მიზნებიც, ამაში არის მნიშვნელობის მინიჭების მიზნებიც, ამაში არის გარკვეული სიმბოლიზმიც, ამაში არის ხაზგასმაც, ყველაფერი ამაშია. ეს გამომდინარეობს მნიშვნელობის მინიჭებიდან, რომ ეს არჩევნები არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ იყოს სიის პირველი ნომერი, უპირველესად მისი თანხმობით, ეს იყო ჩვენი თხოვნაც მათ შორის, რომ ხაზი გაესვას ამ ყველაფერს, მნიშვნელობას ამ არჩევნებისას და იმის მნიშვნელობას, რომ არა ჩვეულებრივი უმრავლესობით, საერთოდ რომ ქუდი დავიხუროთ, ახლა სახლში დავსხდეთ, საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მოვიპოვებთ დღეს, აი, პირდაპირ გეუბნებით, შეიძლება ვერ მოვიპოვოთ, მაგრამ ჩვეულებრივი უმრავლესობის მოპოვება პრობლემა არ არის, მაგრამ ქვეყნის გადარჩენის ინტერესი ემთხვევა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების ინტერესს, აქ უფრო მეტი და მყარი გარანტიაა. შესაბამისად, ჩვენ ვიღაც პატარა პარტიებს კი არ ვეჭიდავებით პოლიტიკურ ველზე, არამედ რეალურად მათ პატრონებთან გვაქვს საქმე. ისინი არავინ არიან, განულებული არიან პოლიტიკურ ასპარეზზე, უბრალოდ მათ ჰყავთ პატრონები, რომლებიც ყოველდღიურად რაღაც-რაღაცებს გარედან უზრუნველყოფენ და რომელი რაღაც-რაღაცებიც, მათი განცხადებები და მოქმედებები იქცა ხავსად წყალწაღებულებისათვის. მათ შანსი არ აქვთ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორმა, როგორც ბევრი რამე ამ ქვეყნისთვის პოზიტიურად და დადებითად გადაწყვიტა, ასევე გვინდა გადაწყვიტოს საკონსტიტუციო უმრავლესობის ბედი, რომ ჩვენ მყარი გარანტია ავიღოთ ამ ქვეყანაში მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობის და მხოლოდ ამ გზით ევროკავშირის წევრობის“, - განაცხადა მდინარაძემ.
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
ტრამპი: აშშ-ს ირანში კიდევ ერთი ან ორი სამიზნე აქვს გასანადგურებელი
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)