|
2024-09-10 14:49:07, 372 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - მზად ვართ მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის - ველოდებით, რომ აშშ-სგან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას
სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და იმ რადიკალურ დაჯგუფებებს შორის, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებად მოგვევლინებიან, არანაირი ზღვარი არ არსებობს, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, საგარეო საქმეთა კომიტეტში დაგეგმილ იმ მოსმენასთან დაკავშირებულ შეკითხვას, სადაც ერთ-ერთი გამომსვლელი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაურია. როგორც კალაძემ აღნიშნა, "სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ მაგალითად, გიგაური ისაუბრებს საქართველოს მომავალსა და დემოკრატიაზე". „სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ მაგალითად, გიგაური ისაუბრებს საქართველოს მომავალსა და დემოკრატიაზე. გიგაური, როგორც ასეთი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია, მაგრამ რეალურად, ჩვეულებრივი პოლიტიკოსია. კიდევ ერთხელ გაიმეორებ, რომ დღეს საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და იმ რადიკალურ დაჯგუფებებს შორის, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებად მოგვევლინებიან, არანაირი ზღვარი არ არსებობს. ეს არის სამწუხარო რეალობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ. რაც შეეხება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ ურთიერთობებს, თბილისის მერი აცხადებს, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდი თანამშრომლობისთვის მზადაა და აშშ-სგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება. „ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის, პარტნიორობისთვის. ველოდებით, რომ ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. კატეგორიულად მიუღებელია ის ცრუ პიარ კამპანია, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში ვისმენდით. ეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ეხებოდა, თუმცა, რეალურად რომ შევხედოთ, აღნიშნული კანონი უბრალოდ მოგონილი თემაა. რეალური პრობლემა და განაწყენება კი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ საქართველო არ შეუერთდა სანქციებს. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ არ დაგვეზარალებინა ჩვენი ქვეყანა და საკუთარი ხალხი; არ მივეცით შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში გახსნილიყო მეორე ფრონტი. ესაა რეალური პრობლემა იმ ურთიერთობების, რაც დღეს გვაქვს, თუმცა ყველაფერი დალაგდება, დამშვიდდება და დასტაბილურდება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
ტრამპი: აშშ-ს ირანში კიდევ ერთი ან ორი სამიზნე აქვს გასანადგურებელი
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)