|
2024-09-09 13:08:50, 369 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ყველა ის პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტს აქვს დაწყებული, ჩვეულებრივად უპრობლემოდ გრძელდება და ხორციელდება
ეს არის უბრალოდ შეფუთული თემა და პრობლემა არის ორი რამ - საქართველო არ შეუერთდა სანქციებს და აქ არ გაიხსნა მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა დასავლელი დონორებისგან დაფინანსების შესაძლო შეჩერების რისკებს. თბილისის მერის თქმით, „ამ თემის გარშემო ატეხილი ხმაური საქართველოს წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანიის ნაწილია და ის არანაირ კავშირში არ არის გამჭვირვალობის კანონთან". „თქვენ, ალბათ, სესხებზე მეკითხებით, ხომ? გრანტები მე არ ვიცი, თუ გაქვთ ინფორმაცია, იქნებ მითხრათ. სესხი არის ფინანსური ნაწილი და ამას იღებს ვალად სახელმწიფო. არ იქნება ის კონკრეტული ორგანიზაცია, ავიღებთ სხვაგან, ეს არ არის პრობლემა, თუმცა ის მესიჯები და კამპანია, რასაც ჩვენ ვისმენდით ბოლო თვეების განმავლობაში, არის იმ ბინძური კამპანიის ნაწილი, რომელიც პირდაპირ კავშირში იყო გამჭვირვალობის კანონთან, თუმცა გამჭვირვალობის კანონი აქ არაფერ შუაშია, ეს ყველაფერი არის შეფუთვის ნაწილი საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის დამოკიდებულება და რეალობა ქვეყანასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, დღესაც არის რისკები, რომ დღესაც ქვეყანაში გაიხსნას მეორე ფრონტი, შესაბამისად, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მშვიდობა ქვეყანაში. რაც შეეხება პროექტებს, ყველა ის პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტს აქვს დაწყებული, ჩვეულებრივად უპრობლემოდ გრძელდება და ხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)