|
2024-09-09 12:44:10, 401 ნახვა
პოლიტიკა
კორძაია - „მეგობარი აქტი“, რომელსაც სენატში განიხილავენ, 14-მილიარდიან დახმარებაში დიდ წილს და აშშ-სთან უვიზო მიმოსვლას გვპირდება
"მეგობარი აქტი", რომელსაც სენატში უახლოეს დღეებში განიხილავენ, გვპირდება 14-მილიარდიან დახმარებაში დიდ წილს და გვპირდება უვიზო მიმოსვლას აშშ-სთან, თანაც ეს აქტი არის ორპარტიული შეთანხმება "დემოკრატებსა" და "რესპუბლიკელებს" შორის”,- ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა. კორძაიას თქმით, "დაფიქრების საგანია ის, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც აშშ-ია, ძალიან ხშირად ნახულობს დროს, იმსჯელოს ისეთ პატარა ქვეყანაზე, როგორიც საქართველოა". "უახლოეს დღეებში სენატში არის დაგეგმილი განხილვა, სადაც "რესპუბლიკელები" და "დემოკრატები" ერთობლივად იმსჯელებენ საქართველოში არსებულ დემოკრატიის კრიზისზე და სწორედ "მეგობარი აქტი", რომელიც გვპირდება ამ 14-მილიარდიან დახმარებაში დიდ წილს და გვპირდება უვიზო მიმოსვლას აშშ-სთან, არის ორპარტიული შეთანხმება: ორივე პარტიის წარმომადგენლები თანხმდებიან იმაზე, რომ თუ საქართველოში საქართველოს მოქალაქეების არჩევანი გაიმარჯვებს, მათ ექნებათ ეს 14-მილიარდიანი დახმარება, მაგრამ თუ საქართველოს მოქალაქეების ნებას ეს ხელისუფლება არ აღიარებს, მაშინ, რა თქმა უნდა, სანქციები იქნება ბევრად უფრო მკაცრი, ვიდრე ეს აქამდე იყო",- ამბობს კორძაია.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)