|
2024-09-09 11:08:20, 481 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკმა, Global Banking & Finance Awards 2024-ის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურების ჯილდო მიიღო
მსოფლიოში ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემის Global Banking & Finance Review-ს ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, ბაზისბანკი, საქართველოში 2024 წლის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურების ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა. აღნიშნული ჯილდო ხაზს უსვამს ბაზისბანკის მიერ მომხმარებლებისთვის შეთავაზებული პერსონალური საბანკო სერვისების მაღალ ხარისხს და ამყარებს საქართველოს ფინანსურ სექტორში მომხმარებელზე ორიენტირებული ბანკის იმიჯს. Global Banking & Finance Awards-ზე მაღალშემოსავლიან მომხმარებელსა და მათ საჭიროებებზე მორგებული ბაზისბანკის იუნიქ მომსახურების საბანკო პროდუქტები და სერვისები, აღიარებულ იქნა, როგორც საუკეთესო, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ბანკის ინოვაციური შეთავაზებები, მათ შორის ექსკლუზიური საბანკო პროდუქტები და ინდივიდუალური ფინანსური გადაწყვეტები, არა მხოლოდ პრემიალურ მომხმარებელს იზიდავს, არამედ, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ბანკის თანმიმდევრული ზრდისა და მაღალი რეპუტაციის განმტკიცებაში. "ბაზისბანკი, საბანკო სექტორში მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს და მომხმარებლებს პერსონალურ, დახვეწილ საბანკო გამოცდილებას სთავაზობს. ბანკისთვის პრიორიტეტულია, განჭვრიტოს და მუდმივად განავითაროს მჭიდრო და პერსონალიზებული თანამშრომლობა თითოეულ კლიენტთან. ეს ყველაფერი, მას საქართველოში 2024 წლის პერსონალური მომსახურების საუკეთესო ბანკად აყალიბებს. აღნიშნული ჯილდო ბაზისბანკის მიერ მომხმარებლებისთვის უმაღლესი ხარისხის საბანკო გადაწყვეტების მიწოდებისადმი ურყევი ერთგულების გამოხატულებაა", - აცხადებს Global Banking & Finance Review-ის რედაქტორი, ვანდა რიჩი. „ბაზისბანკისთვის განსაკუთრებით საამაყოა ჯილდო საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურების ნომინაციაში. აღნიშნული ადასტურებს, რომ ჩვენი მომხმარებლისთვის მათ მოთხოვნებსა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ საბანკო პროდუქტებსა და მათი ცხოვრების წესზე მაქსიმალურად მორგებულ საუკეთესო სერვისს ვთავაზობთ. რაც, რა თქმა უნდა, ბაზისბანკის გუნდის დიდი შრომისა და პროფესიონალიზმის დასტურიცაა. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ პრაქტიკული და რაციონალური გადაწყვეტები, რომლებიც ზოგავს მათ დროს და ხელს უწყობს თითოეულ მათგანთან ლოიალურ და გრძელვადიან თანამშრომლობას", - აცხადებს ბაზისბანკის იუნიქ ბანკინგის უფროსი, ლელა გვანცელაძე. საერთაშორისო რეიტინგული გამოცემა Global Banking & Finance Review-ის ჯილდოები მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად გადაეცემათ საბანკო და საფინანსო ინდუსტრიის კონკრეტულ სფეროებში გამორჩეულ კომპანიებს საუკეთესო შედეგების, სტრატეგიული მიღწევებისა და დანერგილი ინოვაციების შესაბამისად. Global Finance მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და ნდობით სარგებლობს ფინანსურ წრეებში.
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
კობახიძეს მიაჩნია რომ საკონსტიტუციო სასამართლოში არა ოპოზიციას არამედ უცხოურ აგენტურას კრძალავს
მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაკითხვაზე საკონსტიტუციომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)