11:23 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-09 11:02:12, 328 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - მხოლოდ გააზრებული ნაბიჯებით, გაერთიანებული ქვეყნით, მშვიდობით და ღირსებით უნდა შევაბიჯოთ იქ, სადაც ჩვენი ისტორიული ადგილია - ერთიან ევროპულ ოჯახში

დღეს მოქმედების დროა და ეს მოქმედება, პირველ რიგში, არჩვენებზე ჩვენი გააზრებული არჩევანით უნდა გამოვხატოთ,- განაცხადა “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ახალციხეში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე.

მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა ის გამოწვევები, რის წინაშეც დგას საქართველო.

"დღეს მოქმედების დროა და ეს მოქმედება, პირველ რიგში, არჩვენებზე ჩვენი გააზრებული არჩევანით უნდა გამოვხატოთ. რა არის ქართველი კაცის, ქართველი ადამიანის ქართული ოცნება? მე დარწმუნებული ვარ, ყველა ის ადამიანი, ვისაც უყვარს საკუთარი სამშობლო, საკუთარი ხალხი და ქვეყანა, ყველას გულში ოცნება აქვს, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და სიმშვიდე, მოვახდინოთ ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანება, ეკონომიკური განვითარება და რა თქმა უნდა, ყველა ღირსეული ქართველის ქართულ ოცნებას გაუმარჯოს!

ჩვენ უნდა ავირჩიოთ მშვიდობა ომის ნაცვლად, შენება და განვითარება ნგრევის ნაცვლად, უნდა ავირჩიოთ ჩვენი ქვეყნის  გაერთიანების გზა და მხოლოდ ამ გააზრებული ნაბიჯებით, გაერთიანებული ქვეყნით, მშვიდობით და ღირსებით შევაბიჯოთ იქ, სადაც ჩვენი ისტორიული ადგილია - ერთიან ევროპულ ოჯახში!"- განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics