11:23 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-09 10:13:05, 415 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ოპოზიციაზე - ჩვეულებრივი ფაშისტები არიან - რასაც დაავალებენ, თუ მოსაკლავია, მოკლავენ, გადაუვლიან

სიახლე არაფერია იმაში, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სიძულვილის ენის გააქტიურება ხდება,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. 

კალაძის თქმით, "ამის მარტივი მაგალითია ის რეაქცია", რომელიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, მოძრაობა "სირცხვილიას“ რეგისტრაციას მოჰყვა. 

"სიახლე არ არის, რომ განსაკუთრებით მაშინ, როცა არჩევნები ახლოვდება, სიძულვილის ენის გააქტიურება ხდება. წყალტუბოს შემთხვევასაც თავი დავანებოთ და ავიღოთ ერთი მარტივი მაგალითი - ნახეთ, რა მდგომარეობაში ჩააყენეს საკუთარმა თანაგუნდელებმა მოძრაობა "სირცხვილია“. ესენი არიან ჩვეულებრივი ფაშისტები. არანაირი წითელი ხაზი არ არსებობს, არანაირი ზღვარი - რასაც ეტყვიან და დაავალებენ, თუ მოსაკლავია, მოკლავენ, გადაუვლიან. ეს არის ბოროტმოქმედი ძალა, რომელიც ხელისუფლებაში იყო და ყველას აჩვენეს, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. დღეს კი, სადაც იმყოფებიან, ზოგი არასამთავრობო სექტორში, ზოგი ოპოზიციაში, აჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია“,- განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics