|
2024-09-09 10:09:20, 263 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - არ გვაქვს იმის ფუფუნება, დავუშვათ შეცდომები და ამ შეცდომებმა დააზიანოს ჩვენი ქვეყნის მომავალი
ჩვენ არავითარ შემთვევაში არ გვაქვს იმის ფუფუნება, შესაძლებლობა, რომ დავუშვათ შეცდომები და ამ შეცდომებმა დააზიანოს ჩვენი ქვეყნის მომავალი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამცხე-ჯავახეთში გამართული წინასაარჩევნო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, "მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა". „წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დღეს სამცხე-ჯავახეთში, ახალციხეში ვიმყოფებოდით. ნახეთ, თუ რამდენი ადამიანი იყო მოსული ღონისძიებაზე. ძალიან კარგი განწყობაა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას აქვს სურვილი, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, სიმშვიდე, მოხდეს ეკონომიკური განვითარება. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს იმის ფუფუნება, შესაძლებლობა, რომ დავუშვათ შეცდომები და ამ შეცდომებმა დააზიანოს ჩვენი ქვეყნის მომავალი. თუ გადავხედავთ ჩვენს უახლეს ისტორიას, გამოვლილი გვაქვს ისეთი დღეები, როდესაც დავუშვით შეცდომები, რომელთაც დღესაც ვიმკით და ჯერაც არ მოგვიშუშებია ის ჭრილობები, რომელიც მივიღეთ. შესაბამისად, გვჭირდება მშვიდობა და ერთადერთი პოლიტიკური ძალა, გუნდი, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, განავითაროს მისი ეკონომიკა, არის „ქართული ოცნება“. ძლიერი ეკონომიკით და ქვეყნით შევძლებთ იმ დიდ ოჯახში შესვლას, რასაც ევროპა ჰქვია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)