|
2015-02-13 11:57:57, 964 ნახვა
პოლიტიკა
ბერუჩაშვილი: მინსკის მოლაპარაკების შედეგებს მივესალმებით და ვიმედოვნებთ, რუსეთი ვალდებულებებს შეასრულებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მინსკის მოლაპარაკების შედეგებს მიესალმება. როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თამარ ბერუჩაშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფ რუმინელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იმედი აქვს, რუსეთი მინსკის შეთანხმებით მოცემულ ყველა ვალდებულებას შეასრულებს. "ჩვენ მივესალმებით შედეგს და გამოვთქვამთ იმედს, რომ ეს პროცესი შეუქცევადი იქნება. ასევე გამოვთქვამთ იმედს, რომ განსხვავებით 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის 6 პუნქტიანი შეთანხმებისა, რუსეთი შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც ამ შეთანხმებაშია აღნიშნული და სრულფასოვნად პატივს სცემს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს",-განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა. ცნობისთვის, მინსკში ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა 16 საათზე მეტხანს დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო. მოლაპარაკების შედეგად დადგინდა, რომ საომარი მოქმედების პირველი ხაზიდან როგორც სეპარატისტების, ასევე უკრაინული არმიის მძიმე ტექნიკა გაყვანილი იქნება და 15 თებერვალს 12 საათიდან ცეცხლი შეწყდება.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)