|
2024-09-08 18:24:36, 466 ნახვა
პოლიტიკა
ფავლენიშვილი - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ამბროლაურში მანქანა დაუზიანეს
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრ ბესო ქართველიშვილს ამბროლაურში, ვანდალური თავდასხმის შედეგად მანქანა დახვდა დაზიანებულ მდგომარეობაში, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. როგორც ფავლენიშვილი აღნიშნავს, მმართველი პარტია არ არის დაინტერესებული მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემოს შექმნით და ამის გამო ვანდალურ ფაქტებს ახალისებს. "დღეს, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრს ამბროლაურში, ბესო ქართველიშვილს ვანდალური თავდასხმის მოგერიება მოუწია. მანქანა დახვდა დაზიანებულ მდგომარეობაში, რადგან ეს ადამიანი ამ მანქანის მეშვეობით გადაადგილდება ჩვენს სხვადასხვა წევრთან ერთად და ხვდება რაჭის სხვადასხვა სოფლებში, ქალაქებში ადგილობრივ მოსახლეობას და აცნობს გეგმებს და ჩვენს დღის წესრიგს. ეს არის ივანიშვილის და მისი ბანდის სახე, არ არიან დაინტერესებულები მშვიდობიანი, სამართლიანი, თანასწორი საარჩევნო გარემოთი და ასეთ ვანდალურ ქმედებებს ახალისებენ. ახლა მოვედით პოლიციაში, თითქოს და დაიწყეს გამოძიება, ცნეს დაზარალებულად ბატონი ბესო, თუმცა დასჯიან თუ არა დამნაშავეს ეს ყველამ კარგად ვიცით, რომ არცერთი დამნაშავე ზონდერი არ ისჯება, თუმცა 26 ოქტომბერს ერთიანობით გავიმარჯვებთ და დავასრულებთ მათ პარპაშს", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)