03:26 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-06 19:43:31, 343 ნახვა

მსოფლიო
არა მხოლოდ Volkswagen: გერმანიას ათასობით სამუშაო ადგილის შეწყვეტა ემუქრება

ახალი ამბები იმის შესახებ, რომ ავტო გიგანტი Volkswagen განიხილავს გერმანიაში რამდენიმე ქარხნის დახურვას, გაამძაფრა ექსპერტების შეშფოთება ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ.

ბევრი დარწმუნებულია, რომ კრიზისმა დაარტყა არა მხოლოდ შიდა ავტოინდუსტრიაში, გერმანიის საწარმოებს ტრანსფორმაციები სჭირდებათ.

მარსელ ფრაცშერი, გერმანიის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის (DIW) პრეზიდენტი ამბჯბს რომ კომპანიებმა ხელიდან გაუშვა ტრანსფორმაციის შესაძლებლობა

"გერმანია ძალიან არის დამოკიდებული ექსპორტზე, მრეწველობაზე. არა მარტო ფოლკსვაგენმა, არამედ ბევრმა სხვა საწარმომაც ხელიდან გაუშვა ტრანსფორმაციის შესაძლებლობა. რაც შეეხება ფოლკსვაგენს, კომპანიამ ელექტრომობილებზე გადასვლა ვერ შეძლო. ამ მხრივ ჩამორჩება. წარსულში მას ჰქონდა ძალიან მაღალი მოგება, იყო ძალიან წარმატებული სერიოზული პრობლემების წინაშე დგას“. - აცხადებს მარსელ ფრაცშერი.

BASF, ქიმიკატების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელი, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს რაინლანდ-პფალციში, ასევე განიხილავს წარმოების აზიაში გადატანას და გერმანიაში მუშების გათავისუფლებას - უკრაინაში ომისა და მძიმე გერმანული ბიუროკრატიის გამო ენერგეტიკული ფასების მატების ფონზე.

"გერმანიის ყველაზე დიდი პრობლემა არ არის მოკლევადიანი, არამედ სტრუქტურული, გრძელვადიანი. ასე რომ, ჩვენ ვიწინასწარმეტყველებთ სტაგნაციას, შესაძლოა, კიდევ ერთი წლით, შემდეგ კი თანდათან გამოჯანმრთელებას. ასე რომ, ამას გარკვეული დრო დასჭირდება, ბიზნეს მოთამაშეებისა და მთავრობის იმედგაცრუებამდე. მაგრამ მართალია, ეს მოითხოვს პროგრესულ ქმედებებს და უწყვეტ ინვესტიციებს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში და ვიმედოვნებთ, რომ გერმანიის ეკონომიკა გაუმკლავდება გარდამავალ პროცესს ამ პერიოდში." - აცხადებს მარსელ ფრაცშერი, DIW-ის პრეზიდენტი:

ევროპის უძლიერესი ეკონომიკა კვლავ რეცესიაშია. პესიმისტურია მომავალი წლის პროგნოზებიც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics