|
2024-09-06 14:58:28, 367 ნახვა
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე - 1877 წელს ილია ჭავჭავაძე ასე შეხვდა ქობულეთელებს - „მოგესალმებით ჩემო ინტელიგენტო ქობულეთელებო!“ ასე უნდა მივიდეთ 26 ოქტომბრამდე და გავიმარჯვოთ
„ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ქობულეთში ცოტნე ანანიძე, ქობულეთის რაიონის სოფელ კვირიკეს მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს. გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ანანიძემ ადგილობრივ მოსახლეობას მიმართა და მათთან საუბრისას ილია ჭავჭავაძის სიტყვები გაიხსენა, რომელიც ქობულეთელებს ინტელიგენტებად მოიხსენებდა. „როდესაც ჩვენი რეგიონი დედასამშობლოს დაუბრუნდა 1877 წელს ილია მართალი, ილია ჭავჭავაძე ასე შეხვდა ქობულეთელებს - „მოგესალმებით ჩემო ინტელიგენტო ქობულეთელებო!“ ასე ინტელიგენტურად უნდა მივიდეთ 26 ოქტომბრამდე, გავიმარჯვოთ და გავაგრძელოთ! გაგიმარჯოთ! გაუმარჯოს საქართველოს!“, - აღნიშნა ცოტნე ანანიძემ. შეხვედრას „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, „ქართული ოცნების“ დელეგატები, მაჟორიტარი დეპუტატები, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, ქობულეთის მერიისა და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)