08:07 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-06 14:41:11, 294 ნახვა

საზოგადოება
შემოსავლების სამსახურს მოლდოვას რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო სამსახურის დელეგაცია ესტუმრა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზურაბ სიჭინავამ მოლდოვას რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო სამსახურის გენერალურ დირექტორს, ვიორელ დოაგას   და დელეგაციის წევრებს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

სამსახურის ცნობით, ვიზიტის მიზანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის, გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული "ტრანზიტის საერთო პროცედურების" (CTC) კონვენციის დებულებებისა და ,"ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის" (NCTS) საქართველოში დანერგვის პროექტის მიმდინარეობისას, მიღებული გამოცდილების გაზიარება მოლდოველი კოლეგებისთვის. 

"საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა დელეგაციის წევრებს წარუდგინეს ვრცელი პრეზენტაცია გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) და შემოსავლების სამსახურის ერთობლივი NCTS-ის  პროექტის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლებისა და პრაქტიკული ასპექტების, ასევე  სატრანზიტო სისტემის ავტორიზაციების/გარანტიებისა და რისკების მართვის მოდულების შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა -  ,,სგპ. ,,სარფის" და ,,წითელი ხიდის" ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, სადაც საბაჟო საზღვრის კვეთის პროცესს დაესწრნენ. ამასთან, სტუმრები თბილისის, ბათუმისა და ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის გაფორმების პროცედურებს გაეცნენ. მოლდოველი კოლეგები, უახლესი ტექნიკით აღჭურვილ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრსაც ესტუმრნენ და სხვადასხვა დისტანციური მომსახურების შესახებ მომზადებული პრეზენტაცია მოისმინეს.

შეხვედრების დასრულების შემდეგ, ორივე მხარემ გამოხატა მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics