|
2024-09-05 12:18:48, 299 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - არჩევნების მოგებასაც და რევოლუციის მოწყობასაც სჭირდება ხალხის თანადგომა, ხალხის თანადგომა ჰქონდეთ „ნაცმოძრაობას" და მის განშტოებებს
დღეს ჩვენი რეიტინგი არის, დაახლოებით, 60 %, რაც ძალიან კარგად იცის ყველამ; ეს რეალურად არის ბოლო გაბრძოლება და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ რაღაცნაირად ხალხის ნების წინააღმდეგ სცადონ ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ ამის არავითარი რესურსი არ აქვთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა. კითხვაზე, რომელიც დასავლეთის ყოფილი მაღალჩინოსნებისა, თუ მოქმედი თანამდებობის პირების მხრიდან, არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხთან დაკავშირებით გაჟღერებულ სცენარს შეეხებოდა, კობახიძემ აღნიშნა, რომ წინასწარ არის დაწერილი ზუსტად იგივე სცენარი, რაც ქვეყანამ 2020 წელს გაიარა და ეს სცენარიც ჩავარდნისთვის არის განწირული. "ისინი საუბრობენ არა იმაზე, რომ თუ "ოცნება" გაიმარჯვებს არჩევნებში, არამედ იმაზე, რომ როცა "ოცნება" გააყალბებს არჩევნებს, ეს არის მათი მესიჯი. რეალურად აქედან ჩანს, რომ წინასწარ არის დაწერილი ზუსტად იგივე სცენარი, რაც გამოვიარეთ 2020 წელს. გახსოვთ, მაშინ რა ხდებოდა, ISFED-მა როგორ გააყალბა "პივიტი", როგორ გააყალბეს „ენჯეოებმა" ერთად სხვა მონაცემები, მაგრამ ჩაუვარდათ ეს სცენარი და ის, რაც ჩაგივარდა 4 წლით ადრე, ბუნებრივია, ასევე ჩავარდნისთვის არის განწირული 4 წლის შემდეგ. ეს სცენარი შეიძლება არსებობდეს. ეს რეალურად არის ბოლო გაბრძოლება და ყველაფერს ჩადებენ იმისთვის, რომ რაღაცნაირად ხალხის ნების წინააღმდეგ სცადონ ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ ამის არავითარი რესურსი არ აქვთ, ვინაიდან ხალხი არის "ქართული ოცნების" მხარეს, ხელისუფლება, სამართალდამცავი სტრუქტურები არის ძლიერი და მყარი, როგორც არასდროს. არც ხალხი გიჭერს მხარს, სახელმწიფო ძლიერია, სამართალდამცავი ორგანოები ძლიერია, ცხადია, რომ ასეთ პირობებში ვერც ხალხის მხარდაჭერა გექნება და ვერც ხალხის მხარდაჭერის გარეშე მოახდენ რევოლუციას. საბოლოო ჯამში, არჩევნების მოგებასაც და რევოლუციის მოწყობასაც სჭირდება ერთი და იგივე რამ - ეს არის ხალხის თანადგომა. როცა ხალხის თანადგომა არ გაქვს და როგორ შეიძლება, ხალხის თანადგომა ჰქონდეთ ამ პოლიტიკურ ძალებს. "ნაცმოძრაობა", მისი განშტოებები - გვარამიას პარტია, ხაზარაძის პარტია, გახარიას პარტია, როგორ შეიძლება ამ ადამიანებს, აღარ მინდა გავყვე, მათ წარსულს, მათ განცხადებებს, მათ დამოკიდებულებას ხალხის მიმართ, როგორ შეიძლება მათ ჰქონდეთ ხალხის თანადგომა,"- აღნიშნა კობახიძემ.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)