|
2024-09-05 09:00:09, 346 ნახვა
მსოფლიო
ნეთანიაჰუ - „ჰამასმა“ მძევლები ღაზაში ჩვენი შეჭრისა და სამხედრო ზეწოლის შედეგად დაგვიბრუნა
"ჰამასმა" მძევლები ღაზაში ჩვენი შეჭრისა და სამხედრო ზეწოლის შედეგად დაგვიბრუნა, ჩვენ თუ დავტოვებთ რაფაჰს და ფილადელფის დერეფანს, ვერ დავიბრუნებთ მძევლებს, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, მძევლების დაბრუნება სწორედ "ჰამასზე" განხორციელებული სამხედრო ზეწოლის შედეგია. "მძევლების თაობაზე პირველი შეთანხმების მიღწევა იყო ჩვენი ღაზაში შეჭრისა და სამხედრო ზეწოლის შედეგი, რომლითაც "ჰამასმა" დაგვიბრუნა მძევლები. ამის შემდეგ “ჰამასს“ ეგონა, საერთაშორისო ზეწოლა განხორციელდებოდა ისრაელზე და მათ არ მოუწევდათ რაიმე დათმობაზე წასვლა. თუმცა რაფაჰში შეჭრის შემდეგ მათ აზრი შეეცვალათ. ჩვენ თუ დავტოვებთ რაფაჰს და ფილადელფის დერეფანს, მათზე ზეწოლა ვერ მოხდება და ჩვენ ვერ დავიბრუნებთ მძევლებს", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)