|
2024-09-04 23:53:46, 432 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ოპოზიციას არ აქვს არჩევნების მოგების იმედი და პროვოკაციული გეგმების შემუშავებაზე არიან ორიენტირებულები
ოპოზიციას არ აქვს არჩევნების მოგების არავითარი იმედი და ორიენტირებულები არიან პროვოკაციული გეგმების შემუშავებაზე, ქვეყანაში ვითარების არევის უფლებას ვერავის მივცემთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, პროვოკაციულ "რისკებზე საუბრის საფუძველს იძლევა სხვადასხვა გარემოება, მათ შორის, წარსული გამოცდილება". "რადიკალური ოპოზიცია ყოველ ჯერზე ცდილობდა და პრინციპში აღწევდა საარჩევნო გარემოს რადიკალიზაციას. ეს იყო ყოველთვის მათი დღის წესრიგი და აქედან გამომდინარე, დღესაც არ გვაქვს განსხვავებული მოლოდინი. გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ უფრო დიდი ფასი აქვს ამ არჩევნებს, ვიდრე ჰქონდა თუნდაც წინა არჩევნებს. მათი მოტივაცია, რომ მოახდინონ არჩევნების რადიკალიზაცია, გარემოს რადიკალიზაცია, არის კიდევ უფრო მაღალი. ეს რისკები არსებობს, ბუნებრივია. რადიკალურმა ოპოზიციამ, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ" ნებისმიერი პროვოკაცია შეიძლება ჩაიფიქროს. მუდმივ რეჟიმში მიდის მათ ოფისებში საუბარი ასეთ პროვოკაციებზე. შესაბამისად, რისკები, რა თქმა უნდა, არსებობს. ამისთვის რესურსის გამოძებნა არ გაუჭირდებათ. ჩვენ, მთავარია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ რისკების პრევენციისთვის", - განაცხადა კობახიძემ.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)