|
2024-09-04 22:52:35, 524 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალურ მოძრაობა“ - ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე პოლიციამ დააკავა
"ნაციონალური მოძრაობაში" აცხადებენ, რომ პოლიციამ პარტიის პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს ორი წევრი - ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე დააკავა. პარტია "ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობა" ორივე დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. "ირაკლი კობახიძის მიერ ოპოზიციის წინააღმდეგ დაანონსებული ძალადობის შემდეგ დაკავებულია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს ორი წევრი - ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე. ასევე, პოლიციამ იძალადა ჩვენს რამდენიმე მხარდამჭერზე. "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს ორივე დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას! ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან „ქართული ოცნება“ ძალადობს საზოგადოებაზე, ხლეჩს მას, უპირისპირდება ადამიანებს და ამით იზოლაციასა და ჩიხში შეჰყავს მთელი ქვეყანა. ეს არის „ქართული ოცნების“ განწირული მცდელობა, ძალადობით შეინარჩუნოს ძალაუფლება და ქვეყანა დატოვოს იზოლაციასა და სიღატაკეში. 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და დაასრულებს ამ უკანონობასა და ძალადობას", - ნათქვამია განცხადებაში.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)