09:58 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-04 15:44:12, 369 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მობილბანკს ახალი ფუნქციონალი - უძრავი ქონების დაზღვევა დაემატა

"საქართველოს ბანკი" მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სერვისების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, ყოველდღიური პროცესების კიდევ უფრო მეტად გასამარტივებლად, მობილბანკს უძრავი ქონების დაზღვევის ფუნქციონალი დაემატა.

ქონების დაზღვევის ფარგლებში, შესაძლებელი ხდება ისეთი გაუთვალისწინებელ შემთხვევების დაზღვევა, როგორებიცაა ხანძარი, აფეთქება, სტიქიური მოვლენები, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი და მესამე პირის, მაგალითად, მეზობლის მიერ ქონების დაზიანება.

ქონების დაზღვევის აქტივაცია მარტივია - მობილბანკში „ჩემი სივრცის“ გვერდზე, „პროდუქტის დამატებაზე“ თითის ერთი დაჭერით, დაზღვევის გვერდის არჩევაა შესაძლებელი, სწორედ ამ გვერდზეა ხელმისაწვდომი ქონების დაზღვევა, სადაც მომხმარებლებს საშუალება აქვთ, სადაზღვევო კომპანია შეარჩიონ და მონაცემების შეყვანითა და დასტურით, სასურველი პაკეტით ისარგებლონ. დაზღვევის გააქტიურება მობილბანკის გარდა "საქართველოს ბანკის" ვებგვერდიდანაცაა ხელმისაწვდომი.

აღსანიშნავია, რომ ქონების დაზღვევის შეძენა შესაძლებელია მაშინაც, თუ უძრავი ქონება გაქირავებულია.

"საქართველოს ბანკში" მუდმივად ვმუშაობთ ინოვაციური გადაწყვეტების შექმნაზე, რომლებიც მომხმარებელს დაეხმარება ყოველდღიური პროცესების გამარტივებაში. სწორედ ამიტომ, მომხმარებლებისთვის ქონების დაზღვევის ფუნქციონალი შევქმენით, რომლითაც შესაძლებელი გახდა ბინის ან კერძო სახლის დაზღვევის შეძენა. იმისათვის, რომ ჩვენ მომხმარებლებს გამორჩეული სერვისი შევთავაზოთ, ვთანამშრომლობთ რამდენიმე  წამყვან სადაზღვეო კომპანიასთან, რათა მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ. სწორედ ეს მრავალფეროვნებაა იმის გარანტი, რომ ნებისმიერი მომხმარებელი შეძლებს შეარჩიოს თავის საჭიროებაზე მორგებული სადაზღვევო პაკეტი. ჩვენი მიზანია ქონების დაზღვევა გავხადოთ  კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი. გვჯერა, რომ ეს პროდუქტი ჩვენს მომხმარებლებს მნიშვნელოვან ღირებულებასა და სიმშვიდეს მოუტანს“, - ამბობენ "საქართველოს ბანკის" გუნდში.

ქონების დაზღვევის შესაძენად ან სხვა საბანკო და არასაბანკო პროდუქტებითა და სერვისებით სარგებლობისთვის ეწვიეთ "საქართველოს ბანკის" მობილბანკს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics