|
2024-09-03 16:25:09, 564 ნახვა
ეკონომიკა
დეკა დეველოპმენტი ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს - მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
"საქართველოს ბანკი" ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკისა და კომპანია „დეკა დეველოპმენტის“ პარტნიორობით, თბილისში, კიდევ ერთი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი სახლის სამშენებლო პროექტი „დეკა ვერონა“ ხორციელდება. პროექტის ჯამური ღირებულება 4.7 მილიონი დოლარია, ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 2.5 მილიონ დოლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტი თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის #51-ში ხორციელდება. ის 7,750 კვ.მ ტერიტორიაზე 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას ითვალისწინებს. პრემიუმ კლასის საცხოვრებელი ჯამში 98 ბინას, გამწვანებულ ზონას, ღია საპარკინგე სივრცესა და 1,000 კვ.მ გამწვანებულ ვერანდას გააერთიანებს. მშენებლობა 2023 წელს დაიწყო და 2024 წელს დასრულდება. "საქართველოს ბანკი" მრავალი წელია სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერია და ჩვენთან ჩართულობით, ამ მიმართულებით, არაერთი პროექტი განხორციელდა. „დეკა დეველოპმენტთან“ ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისში კიდევ ერთი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი შენდება. აღსანიშნავია, რომ პროექტი უმაღლესი ხარისხის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება. კომპანია სამომავლოდ გლდანსა და ვარკეთილში სამშენებლო პროექტების განხორციელებას გეგმავს. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ კომპანიის სამომავლო განვითარებას და გაძლიერებას. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ბიზნესის წახალისებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის გავითარების საწინდარია“ - განაცხადა "საქართველოს ბანკის" კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ერეკლე ვაშაყმაძემ.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)