10:00 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-02 15:37:53, 289 ნახვა

საზოგადოება
როგორ გადავიხადოთ სახელმწიფო სერვისები მარტივად

თუ საქართველოს მოქალაქე ხართ ან ცხოვრობთ საქართველოში და სარგებლობთ სხვადასხვა სერვისით, როგორიცაა საჯარო რეესტრი, სამოქალაქო რეესტრი, შსს მომსახურების სააგენტო და ა.შ., ერთხელ მაინც დაგჭირდებოდათ მათი მომსახურების საფასურის გადახდა. იცოდით, რომ მსგავსი სერვისების თანხას ონლაინ, სახლიდან გაუსვლელადაც გადაიხდით? ამ ყველაფრისთვის TBC Pay შეგიძლიათ გამოიყენოთ.

1000-ზე მეტი სერვისი TBC Pay-ზე

სახელმწიფო სერვისების გადახდას TBC Pay-ზე სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. უპირველესად, დაგჭირდებათ იპოვოთ საჭირო სერვისი, რის გადახდასაც აპირებთ. აქ შეგხვდებათ საჯარო რეესტრი, სამოქალაქო რეესტრი, აღსრულების ეროვნული ბიურო, თბილისის არქიტექტურის სამსახური, სურსათის ეროვნული სააგენტო, დაცვის პოლიცია, პრობაციის ეროვნული სააგენტო და ა.შ. აირჩიეთ სასურველი სერვისი და მიჰყევით ინსტრუქციას. მომენტალური გადახდების სისტემა დაგეხმარებათ, რომ თქვენს მიერ გადახდილი თანხა მიმღები ორგანიზაციის ბალანსზე სულ რამდენიმე წუთში აისახოს.

თუ თქვენ ახლა მართვის მოწმობის აღებას აპირებთ, აუცილებლად დაგჭირდებათ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის დაჯავშნა ან მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის რიგში ადგილის დაჯავშნა. ამ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მნიშვნელოვან სახელმწიფო სერვისსაც „თიბისი ფეიზე“იპოვით. 

სახელმწიფო სერვისების გარდა, „თიბისი ფეიზე“ კიდევ 1000 სხვა სერვისს გადაიხდით. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ხომ მნიშვნელოვნად უკავშირდება სხვადასხვა გადასახადს. ამიტომ ზედმეტი ფიქრი და გართულების შექმნა საჭირო აღარაა, როცა არსებობს გადახდების ერთიანი სივრცე, სადაც ყველაფერს ნახავთ, რასაც კი იხდით - ამანათების ტრანსპორტირებას, სწავლის გადასახადს,  მანქანის პარკირებას, საპატრულო ჯარიმას, ლიფტების მომსახურე კომპანიებს, საქველმოქმედო ფონდებს, საკომუნიკაციო თუ სამედიცინო კომპანიებს და ა.შ. შეავსეთ „თიბისი ფეის“ პირადი ბალანსი ან მიაბით ნებისმიერი საბანკო ბარათი და დაფარეთ ყველა საჭირო გადასახადი მარტივად, ერთი კლიკით.

ისარგებლეთ საბანკო სერვისებით „თიბისი ფეიზე“

მომენტალური გადახდების გარდა, „თიბისი ფეი“ მომხმარებლებს უკვე საბანკო სერვისებით სარგებლობასაც სთავაზობს. ამ სივრცეში უკვე შეგიძლიათ გადარიცხოთ თანხა თქვენთვის მოსახერხებელი ფორმით - 

• ბარათიდან ბარათზე;

• მობილურის ნომრით:

• პირადი ნომრით;

• IBAN ანგარიშის ნომრით.

გარდა ამისა, უკვე შეგიძლიათ სულ რამდენიმე წუთში მიიღოთ ფულადი გზავნილი. „თიბისი ფეიზე“ ამ დროისათვის ორი სერვის-ოპერატორია წარმოდგენილი - ინტელი ექსპრესი და მარდი. 

თუ თქვენ უცხოური საბანკო ბარათით სარგებლობთ, გადასახადების გადახდისას ეს დაბრკოლებას არ წარმოადგენს. ყველაზე მნიშვნელოვანი სერვისების დაფარვას „თიბისი ფეიზე“ უცხოური ბარათითაც შეძლებთ.

„თიბისი ფეის“ სანდო და დაცული სისტემა ის ადგილია, სადაც შეგიძლიათ თქვენი ფინანსები მარტივად და უსაფრთხოდ მართოთ. დაფაროთ დავალიანება და შეასრულოთ გადახდები ონლაინ, ვებ ბრაუზერით თუ მობილური აპლიკაციით. აირჩიეთ გადახდის მარტივი გზა! 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics