|
2024-09-02 14:18:43, 453 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის ყოფილი ელჩი - საქართველოში სამყარო თავდაყირა დადგა
დასავლეთისგან გვერდის ავლის პროცესი რამდენიმე წელია გრძელდება, მაგრამ ჩვენთან, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან ურთიერთობებში რეალური ცვლილება იყო კანონი “უცხოური აგენტების შესახებ,- ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ თბილისის მე-8 დარბაზში საერთაშორისო კონფერენცია - “2024 არის გადამწყვეტი წელი“ განაცხადა. ყოფილმა ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს გენებში აქვს პროდასავლურობა და ამ გზაზე აშშ მას არა მხოლოდ რიტორიკულ, არამედ მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერასაც უწევს, თუმცა ქვეყანაში ბოლო მოვლენები, განსაკუთრებით “გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება. საგარეო გავლენის“ შედეგად შეერთებულმა შტატებმა შეწყვიტა პირდაპირი დახმარება საქართველოს მთავრობისთვის. “ვგრძნობ, რომ საქართველოში სამყარო თავდაყირა დატრიალდა. მიუხედავად იმისა, რომ პროდასავლური ხაზი გრძელდება, ის, რაც ხელისუფლების დონეზე ხდება, ნამდვილად გაუგებარია. დასავლეთისგან გვერდის ავლის პროცესი უკვე რამდენიმე წელია გრძელდება, მაგრამ ჩვენთან, აშშ-ს მთავრობასთან ურთიერთობაში რეალური ცვლილება იყო კანონი უცხოური აგენტების შესახებ. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ დავინახავდი პუნქტს, როდესაც შევწყვეტთ ყოველგვარ პირდაპირ დახმარებას საქართველოს მთავრობისთვის, მაგრამ აქ ვართ - შევწყვიტეთ პირდაპირი დახმარება საქართველოს მთავრობისთვის, გავაუქმეთ პროგრამა ღირსეული პარტნიორი“,- განაცხადა ყოფილმა ელჩმა. გარდა ამისა, იან კელიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების პროგრამების მხარდაჭერას.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)