10:58 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-02 13:13:47, 445 ნახვა

სამართალი
პოლიციამ შიდა ქართლში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული ე.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო მისი ძმა 1959 წელს დაბადებული ე.მ. ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთ სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქარელის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1996 წელს დაბადებულ ნ.ჯ.-ს განზრახ მკვლელობის მიზნით, თოკით ხელები შეუკრეს და გაგუდეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 25-108-ე მუხლებით მიმდინარეობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
CNN: ტრამპი დედამიწის მოსახლეობის თერთმეტიდან, ერთ ადამიანს ემუქრება
შვედეთი უკრაინას Gripen-ის თვითმფრინავების მიაწოდებს
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics