01:27 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-02 12:55:05, 366 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - ივანიშვილი და „ქართული ოცნება" ებრძვის იმ რეფორმებს, აღმშენებლობასა და პროგრესს, რომელიც სააკაშვილის მმართველობამ მოიტანა

როცა პრეზიდენტს, რომლის მმართველობის დროსაც ათჯერ და თორმეტჯერ გაიზარდა პენსიები, ბიუჯეტი და სხვა ეკონიმიკური მაჩვენებლები, "პიჯაკების საქმეზე" ასამართლებ, ეს ყველაზე ცხადად მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ებრძვის სწორედ იმ რეფორმებს, აღმშენებლობასა და პროგრესს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობამ მოიტანა,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ღრმად დარწმუნებულია, რომ 26 ოქტომბერი იქნება შესაძლებლობა, ჩვენ კიდევ ერთხელ ავირჩიოთ ჩვენი ქვეყნისთვის კეთილდღეობა ევროპაში და უარი ვუთხრათ პოლიტიკურ დევნას, შურისძიებას, დაპირისპირებას, ქაოსს, საერთაშორისო იზოლაციას და სიღატაკეს, რომელიც თან ახლავს ივანიშვილის თორმეტწლიან მმართველობას.

ბოკუჩა დღეს, საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მორიგ სასამართლო პროცესს ესწრება -  მასთან ერთად სასამართლო სხდომაზე ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაც იმყოფება

მიხეილ სააკაშვილმა ევროპელ პოლიტიკოსს, ანა ფოტიგას სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას მადლობა გადაუხადა.

“მინდა, მივესალმო ევროპელ კოლეგას, ანა ფოტიგას, რომელიც იმყოფება დარბაზში. მინდა, დიდი მადლობა გითხრათ ყველაფრისთვის, რომ ყველაზე რთულ მომენტში არ მიატოვეთ საქართველო, მათ შორის არ მიმატოვეთ მე იმ განსაცდელში, რომელშიც მამყოფებს საქართველოს ხელისუფლება“,- განაცხადა სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics