00:37 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-02 09:47:24, 495 ნახვა

მსოფლიო
ღაზაში 6 მძევლის ცხედრის აღმოჩენის შემდეგ, ისრაელის ქალაქებში ათობით ათასმა ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა

ღაზაში 6 მძევლის ცხედრის აღმოჩენის შემდეგ, ისრაელის ქალაქებში ათობით ათასმა ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, დემონსტრანტები ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდებენ, მეტი გააკეთოს ღაზაში დარჩენილი მძევლების გასათავისუფლებლად.

“დემონსტრაციები გაიმართა თელ-ავივში, იერუსალიმსა და სხვა ქალაქებში. 

ადგილობრივი მედიის შეფასებით, საპროტესტო აქციებში 500 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

დემონსტრანტებმა თელ ავივსა და იერუსალიმში გზები გადაკეტეს, იერუსალიმში კი აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან შეიკრიბნენ. პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებსაც გზები ჰქონდათ ბლოკირებული. 
ადგილობრივი მედია 29 დაკავებულის შესახებ იტყობინება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics