|
2024-09-01 22:51:19, 1297 ნახვა
პოლიტიკა
ცნობილი გახდა რაზე შეთანხმდა ქართული ოცნება და საპატრიარქო
პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის განცხადებით, ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის მიღწეულია შეთანხმება, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლის პირველ ქვეპუნქტში შემდეგი ჩანაწერი გამოჩნდეს: „მართლმადიდებლური ქრისტიანობა არის ქართველის იდენტობის საყრდენი. სახელმწიფო“. პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ აღნიშნა, საპატრიარქოს მხრიდან არსებობს ფუნდამენტური შეთანხმება, თუმცა საბოლოო ვერსია კვლავ წარედგინება საპატრიარქოს და შეთანხმების შემთხვევაში შესაბამისი ფორმულირება შეიტანება საქართველოს კონსტიტუციაში. . „26 და 29 აგვისტოს გამართულ შეხვედრებზე განიხილეს ის, რაც იყო შემოთავაზებული საქართველოს ხელისუფლების მიერ. პირველ რიგში, ეს ეხება კონსტიტუციის მე-8 მუხლს, სადაც საუბარია სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთობაზე. წინადადება ისეთია, რომ პირველ ქვეპუნქტში იქნებოდა ჩანაწერი: „მართლმადიდებლური ქრისტიანობა არის ქართული სახელმწიფოს იდენტობის საყრდენი“, ხოლო მეორე ქვეპუნქტი ასე ჩამოყალიბებული იქნებოდა: „რელიგიის თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს. საქართველოს ისტორიასა და თანამედროვეობაში საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი და სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობა. [ჩანაწერს] ემატება მხოლოდ ერთი სიტყვა, ე.ი. საქართველოს ისტორიას უნდა დაემატოს „თანამედროვეობა“, რაზეც საქართველოს წმიდა მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავისი ფუნდამენტური თანხმობა გამოთქვა“, - განაცხადა პროტოპრესვიტერმა. მისი თქმით, ხელისუფლების პირველი წინადადება იყო ინიციატივა მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცალსახა პასუხია, რომ ეს ეკლესიისთვის მიუღებელია. „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცალსახა პასუხია, რომ ეს ეკლესიისთვის მიუღებელია, რადგან ეკლესიას მიაჩნია, რომ სახელმწიფოსთან ურთიერთობის სამართლებრივი მოდელი, რომელიც დღეს არსებობს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო შორის კონსტიტუციური შეთანხმების სახით. ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია უნიკალურია“, - აღნიშნა ზვიადაძემ. პროტოპრესვიტერის ინფორმაციით, 30 აგვისტოს გამართულ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ესწრებოდნენ. ტაძრის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ პატრიარქის მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი შიო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი თეოდორე, პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიხეილ ბოტკოველი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. დეკანოზი ანდრია ძღამაიძე და თავად პროტოპრესვიტერი.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)