2024-09-01 17:55:44, 353 ნახვა
საზოგადოება
რომიდან ქუთაისის მიმართულებით რეისის დროს საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
რომი-ქუთაისის რეისზე საქართველოს მოქალაქე 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ქალი ცუდად გახდა და ბორტზე პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.
მათ გადაწყვიტეს ფრენა ბულგარეთის პირველ ხელმისაწვდომ აეროპორტში დაეშვათ, მაგრამ მგზავრის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ბულგარეთის აეროპორტში მგზავრებს 4-5 საათი მოუწიათ ლოდინი, დილით კი რეისი საქართველოს მიმართულებით გაფრინდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,