|
2024-09-01 15:52:03, 434 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე: ხელისუფლებამ გაახმოვანოს რას სთავაზობენ ეკლესიას
თუ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დაპირებები არ არის საარჩევნო ტრიუკი, მაშინ გაახმოვანონ რას სთავაზობენ ეკლესიას და რა კონსულტაციები დასრულდა წარმატებით, ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ისინი მხარს უჭერენ კონსტიტუციის დონეზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლის მკაფიო განსაზღვრას ქართული სახელმწიფოს ცხოვრებაში და მიაჩნიათ, რომ ამას მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა დაეთანხმოს. „თუ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დაპირებები არ არის საარჩევნო ტრიუკი, მაშინ გაახმოვანონ რას სთავაზობენ ეკლესიას და რა კონსულტაციები დასრულდა წარმატებით. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ჩვენ დაუყოვნებლივ დავუჭერთ მხარს, თუ, რა თქმა უნდა, ასეთი წინადადება მისაღები იქნება ეკლესიისთვის. ჩვენ მომხრე ვართ, რომ კონსტიტუციის დონეზე მკაფიოდ განისაზღვროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ქართული სახელმწიფოს ცხოვრებაში და მიგვაჩნია, რომ ამას მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა დაეთანხმოს. ამიტომ კონსტიტუციაში ცვლილებებზე კენჭისყრა საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა მოხდეს. ეს დაიცავს ეკლესიას „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო პროპაგანდაში ჩართვის მცდელობებისგან და კიდევ ერთხელ გააძლიერებს მის სტატუსს საკონსტიტუციო დონეზე. მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ესენი არიან ბიძინა და „ოცნება“, რომელთა SGB უსმენს, ჩაწერს და შემდეგ აქვეყნებს „რეპორტაჟებს“ ეკლესიის შანტაჟის მიზნით“, წერს მამუკა ხაზარაძე.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)