2024-08-31 16:16:04, 410 ნახვა
საზოგადოება
საავტომობილო გზების დეპარტამენტი - ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე მოძრაობა იზღუდება
ბათუმი(ანგისა)- ახალციხის საავტომობილო გზაზე მოძრაობა იზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოძრაობა 31 აგვისტოს 23:00 სთ-დან 1 სექტემბრის 06:00 სთ-მდე შეიზღუდება.
"ბათუმი(ანგისა)- ახალციხის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების პროცესში, 2024 წლის 31 აგვისტოს 23:00 სთ-დან 1 სექტემბრის 06:00 სთ-მდე, საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება", - ნათქვამია დეპარტამენტის ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,